იზრდება პენსიები, ხელფასები და სოციალური პროგრამები
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი მეორე მოსმენით განხილვისთვის წარუდგინა. იზრდება პენსიები, ხელფასები და სოციალური პროგრამები. თითქმის ყველა უწყებას ეზრდება დაფინანსება. 70 წლამდე პენსიონერები ახალი წლიდან 415 ლარს მიიღებენ. განათლების ხარჯები გაზრდილია 450 მილიონ ლარით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებლების, მათი ადმინისტრაციული პერსონალისა და საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა. გაიზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სოციალური დახმარება.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის შეადგენს ხუთ პროცენტს.



















