საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვატიკანში რომის პაპს ლეონ მე-14-ს შეხვდა
საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ მე-14-ს შეხვდა. თამარ ბაგრატიონმა რომის პაპს სამახსოვრო საჩუქარი - ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში დამზადებული, ხელით მოხატული კერამიკული ნამუშევარი გადასცა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ელჩი იტალიაში, თამარ ლილუაშვილი.



















