უკან01 ნოემბერი 2026, 17:15
სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი კიდევ ერთ პრესტიჟულ ტურნირზე მოიპოვა
სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი კიდევ ერთ პრესტიჟულ ტურნირზე მოიპოვა. ქართველი მოფარიკავე ჩინეთში გამართული საერთაშორისო მასტერსის გამარჯვებული გახდა. ფინალში ბაზაძემ მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი სიაო ლინი 15-3 დაამარცხა. ბოლო ერთ თვეში, სანდრომ მეორე მასშტაბური შეჯიბრება მოიგო - ცოტა ხნის წინ მან ალჟირში გამართული მსოფლიო თასის ჩემპიონობა მოიპოვა.
გაზიარება











