ევროპასთან ინტეგრაცია, თუმცა არა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების ხარჯზე
ევროპასთან ინტეგრაცია, თუმცა არა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მთავარი გზავნილი. „ღია ეთერში“ ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებულ მოთხოვნებსა და ზეწოლის მცდელობებზე ილაპარაკა. მისი განცხადებით, ხელისუფლების პოზიციას 2024 წლის არჩევნებზე მიღებული მილიონ 120 ათასზე მეტი ხმა ამყარებს. როგორც ირაკლი კირცხალიამ განმარტა საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის განახლებისთვის მზად არის, თუმცა თანამშრომლობა თანასწორობასა და ორმხრივი ინტერესების პატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს.











