ინდოეთის დედაქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა
ინდოეთის დედაქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა. მონაწილეები საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვდნენ. მათი განცხადებით, საარჩევნო რეფორმა პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისა და მისი პარტიის ინტერესებს ემსახურება. ადგილზე ხელკეტებითა და ფარებით შეიარაღებული პოლიცია იყო მობილიზებული. ცვლილებების მიხედვით, ამომრჩევლებმა თავად უნდა დაადასტურონ ასაკი და მოქალაქეობა. საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მოქალაქეებს სახლებში აკითხავენ და შესაბამის ფორმებს ავსებინებენ. ხოლო თუ საჭირო დოკუმენტებს არ წარადგენენ, მოქალაქეებს ამომრჩეველთა სიიდან ამოიღებენ.











