უკან01 ნოემბერი 2026, 17:14
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დილის 8 საათზე გაიხსნა. ეგზიტპოლის შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე გამოქვეყნდება, საბოლოო შედეგები კი ხვალისთვის გახდება ცნობილი. არჩევნების პირველი ტური ბულგარეთში ერთი კვირის წინ გაიმართა, თუმცა 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახდა. მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი ილიანა იოტოვა და ყოფილი პრემიერი ანდრეი გიუროვი დაუპირისპირდებიან.
გაზიარება











