ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო გაერთიანებული სამეფოს მთავრობის „მტრული და უკანონო ქმედებები” და საპასუხო ზომები გამოაცხადა
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო გაერთიანებული სამეფოს მთავრობის „მტრული და უკანონო ქმედებები” და საპასუხო ზომები გამოაცხადა. უწყების განცხადებაში დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახური „მტრულ ჯგუფად“, ხოლო სამეფო საზღვაო და საჰაერო ძალები „ტერორისტულ ორგანიზაციებად“ არის გამოცხადებული. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბრიტანეთის მთავრობის პოლიტიკა და ქმედებები ეწინააღმდეგება გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ უკანონო ზომების გამოყენების აკრძალვის პრინციპებს.











