უკან01 ნოემბერი 2026, 17:10
შალვა პაპაშვილი ევროკავშირსა და მის საელჩოს ძალადობის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს და პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს
შალვა პაპაშვილი ევროკავშირსა და მის საელჩოს ძალადობის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს და პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპული სტრუქტურები ამ საკითხზე არაერთხელ გამხდარან მხილების ობიექტი და ახლა თავად უნდა დაარწმუნონ საზოგადოება, რომ მსგავსს აღარ გაიმეორებენ. მანამდე კი ძალადობის მხარდამჭერებად რჩებიან. ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილის, „ღია ეთერში“ გამოსვლის ფრაგმენტს ურთავს.
გაზიარება











