პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო პოლიტიკური დაპირისპირება და კრიზისი გრძელდება
პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო პოლიტიკური დაპირისპირება და კრიზისი გრძელდება. ანა კორ ვინ-პიოტროვსკამ, რომელიც ტრიბუნალის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად თვითნებურად დაინიშნა, 3 ნოემბერს მოსამართლეთა საერთო კრება დანიშნა. პარალელურად, ტრიბუნალის თანამშრომლებისთვის 3-დან 6 ნოემბრის ჩათვლით დასვენების დღეები გამოცხადდა, მოსამართლეებს კი მუშაობის დისტანციურად გაგრძელება ურჩიეს. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც დონალდ ტუსკის მთავრობამ ტრიბუნალის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილების შეჩერება გადაწყვიტა. ამას შენობაში მათი დაშვების შეზღუდვა და ტრიბუნალთან საპროტესტო აქციები მოჰყვა, პოლიციამ კი რამდენიმე ადამიანი დააკავა. პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ მომხდარს საკონსტიტუციო ორგანოს ძალისმიერი ხელში ჩაგდების მცდელობა უწოდა, ოპოზიციის ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ კი სახელმწიფო გადატრიალების პროცესი.











