შეერთებული შტატები, ირანზე, სამხედრო ოპერაციის განახლებისთვის ემზადება წერს გამოცემა "უოლ სტრიტ ჯორნალი"
შეერთებული შტატები, ირანზე, სამხედრო ოპერაციის განახლებისთვის ემზადება წერს გამოცემა უოლ სტრიტ ჯორნალი და იუწყება, რომ შტატების ცენტრალური სარდლობის უმაღლესმა მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა, პრეზიდენტ ტრამპს ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ქმედებების შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა. გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართა; მას თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი და გენერალი დენ კეინიც ესწრებოდნენ.


















