რთველი დასასრულს უახლოვდება
რთველი დასასრულს უახლოვდება. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში 323 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული. რთველი აქტიურ ფაზაშია ლეჩხუმის რეგიონში, სადაც ამ დრომდე 500 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, საპროგნოზო მოსავალი კი 1300 ტონამდეა. ლეჩხუმში მევენახეებისგან ყურძენს იბარებენ როგორც კერძო კომპანიები, ისე ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“. რთველი დასრულდა რაჭაში, სადაც გადამუშავდა 3 ათას 600 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენი გადამუშავდა. რაც შეეხება კახეთს, სადაც რთველი დასასრულს უახლოვდება 314 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული.


















