,,ციხის სიზმარი" – ამ სახელწოდების ღონისძიებით წარუდგინეს საზოგადოებას, ხულუტის ციხე-დარბაზის რეაბილიტირებული სივრცეები
,,ციხის სიზმარი" – ამ სახელწოდების ღონისძიებით წარუდგინეს საზოგადოებას, ხულუტის ციხე-დარბაზის რეაბილიტირებული სივრცეები. აღდგა ციხის ისტორიული სივრცეები, რეზერვუარი და მარანი. სტუმრების წინაშე მსახიობმა ზვიად დოლიძემ ლადო ასათიანის ლექსები წაიკითხა, ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის წარმომადგენლებმა კი ისტორიული ამბები ავთენტური შესამოსლითა და სანახაობით გააცოცხლეს. განახლებული ციხე-დარბაზი ვიზიტორების მისაღებად მზად არის.ღონისძიება საზოგადოებრივმა გაერთიანებამ „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ გამართა.


















