ფაქტორინგის ბაზრის განვითარებისა და ბიზნესის დაფინანსების ალტერნატიული შესაძლებლობების შესახებ ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ორგანიზებითა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ტარდება
ფაქტორინგის ბაზრის განვითარებისა და ბიზნესის დაფინანსების ალტერნატიული შესაძლებლობების შესახებ ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ორგანიზებითა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ტარდება. განიხილავენ საერთაშორისო გამოცდილებას, ფაქტორინგის განვითარების პერსპექტივებსა და სექტორის მარეგულირებელ და ტექნოლოგიურ მექანიზმებს. საქართველოში წელს ფაქტორინგის შესახებ კანონი ამოქმედდა, რომელიც ბაზრის განვითარებასა და ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.


















