2026 წლის სექტემბერში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6 პროცენტი შეადგინა
2026 წლის სექტემბერში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6 პროცენტი შეადგინა, მიმდინარე წლის ცხრა თვეში კი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7,4 პროცენტით განისაზღვრა. ზრდის წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. ოფიციციალური ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა შეიტანა.


















