მილანს მასწავლებლების მიზიდვა და შენარჩუნება უჭირს
მილანს მასწავლებლების მიზიდვა და შენარჩუნება უჭირს. საცხოვრებლის მკვეთრად გაზრდილი ფასების გამო პედაგოგები რომლებიც იტალიის ამ უძვირეს ქალაქში ხელშეკრულებით სამუშოდ ჩადიან სამსახურს მალევე ტოვებენ. მათი თქმით, ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯები შეუსაბამობაში მოდის მათთვის ეროვნულ დონეზე დადგენილ ხელფასებთან; ეს უკანასკნელნი კი იტალიის ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქში მუშაობისთვის არანაირ დამატებით ანაზღაურებას არ ითვალისწინებენ.


















