ალბანეთში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პიროტექნიკიდან კვამლი გაუშვეს და პარლამენტის სხდომის ჩაშლა სცადეს
ალბანეთში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პიროტექნიკიდან კვამლი გაუშვეს და პარლამენტის სხდომის ჩაშლა სცადეს. ამ ფორმით ოპოზიციამ მხარდაჭერა გამოუცხადა სტუდენტებს, რომლებიც ქვეყანაში, უკვე რამდენიმე კვირაა, ანტისამთავრობო აქციებს მართავენ. სხდომაზე ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის დეპუტატებმა პარლამენტის ტრიბუნა დაბლოკეს, მაგიდებზე მუშტების ბრახუნი დაიწყეს და სტუდენტების მხარდამჭერი პლაკატები გამოფინეს. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ოპოზიციის ლიდერის, სალი ბერიშას გამოსვლის დროს. მან პოლიცია ტირანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობაში დაადანაშაულა.


















