მადრიდში მატარებლების შეჯახების შედეგად მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
მადრიდში მატარებლების შეჯახების შედეგად მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ტრანსპორტის სამინისტროსთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა, პოლიციას ბოთლები და პიროტექნიკა ესროლეს. სამართალდამცველებმა მანიფესტანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მანამდე ადგილობრივმა პროფკავშირმა ტრანსპორტის მინისტრის გადადგომა მოითხოვა. სარკინიგზო კატასტროფას 68 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.
















