ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში ომის დასასრულებლად პირველად აღიარა რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში ომის დასასრულებლად პირველად აღიარა რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება. ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა „ფაინანშალ ტაიმსი“. „უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დასავლურმა სახელმწიფოებმა შესაძლოა საბოლოოდ განიხილონ მოსკოვის მოთხოვნები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველ რიგში, თავად კიევის უსაფრთხოების საჭიროებები უნდა დაკმაყოფილდეს. - ნათქვამია სტატიაში. გამოცემა ასევე წერს, რომ აქამდე კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები უარყოფდნენ რუსეთის მოთხოვნებს, ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებასა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მასშტაბურ გადახედვაზე,“
















