გლობალური შიმშილის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია
გლობალური შიმშილის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია. გარდა ამისა ევროკომისიამ მსოფლიოს მასშტაბით იმ 98 ქვეყნის სია გამოაქვეყნა სადაც მოსახლეობის შიმშილობა პრობლემას წარმოადგენს. პრობლემური ქვეყნებს შორის ევროპიდან მხოლოდ სამი ქვეყანა მოხვდა უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი. რაც შეეხება საქართველოს, 2026 წლის ანგარიშის მიხედვით საუკეთესო ოცდაოთხ ქვეყნას შორის მოხვდა და პრობლემისგან თავისუფლებით პირველ პოზიციაზეა. ანგარიშის მიხედვით საქართველომ ევროპაში სარეიტინგო პოზიციის არსებითი გაუმჯობესება 2012 წლის შემდეგ დაიწყო. იმ დროს ქვეყანა გლობალური შიმშილის ინდექსით ევროპის უკანასკნელ ხუთეულში იმყოფებოდა.
















