მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფცია, პროფესიულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს
მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფცია, პროფესიულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს. საბჭომ დოკუმენტის ტექსტთან დაკავშირებით რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა საფუძველზეც საბოლოო რედაქცია მომზადდება. განახლებული დოკუმენტი კულტურის სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს წარედგინება. გენერალური გეგმის მიზანია მცხეთის ისტორიულ-კულტურული ღირებულებების დაცვა, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და ქალაქის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა.
















