დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვევა
დღეს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვევა. საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართება. ასევე დაგეგმილია ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში აზერბაიჯანის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ციფრული განვითარებისა და გზების, მეცნიერებისა და განათლების მინისტრები არიან.
















