საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვდა პოლიგონ ფაუნდეიშენის თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს
საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვდა პოლიგონ ფაუნდეიშენის თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს. მხარეებმა საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარების მიზნით თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, შუა დერეფნის პოტენციალი, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ხელსაყრელი ბიზნესგარემო ქვეყანას ფინანსური სერვისებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს. პოლიგონ ფაუნდეიშენი 2017 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებასა და გამოყენებას უწყობს ხელს.
















