მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით შეტევა განხორციელდა
მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით შეტევა განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვნუკოვოს აეროპორტში დაწესებული შეზღუდვების გამო თურქეთიდან მოსკოვში მიმავალი ორი თვითმფრინავი უკან დააბრუნეს. „როსავიაციამ“ შეზღუდვები დააწესა დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებშიც. დედაქალაქის მერის, სობიანინის თქმით, საჰაერო თავდაცვამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 64 დრონი გაანეიტრალა.
















