საფრანგეთში ხვალ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება
საფრანგეთში ხვალ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება. მოძრაობა „ყვითელი ჟილეტები“ მოსწავლეთა პროტესტს უერთდება. აქციის მონაწილეები საწვავის გაძვირებას, სახელმწიფო მომსახურების გაუარესებასა და ეკონომიკურ პრობლემებს გააპროტესტებენ.






















