გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერი ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა
გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერი ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. ილაპარაკეს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე. აღინიშნა პოზიტიური თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებით. ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დიალოგისა და დიპლომატიური ძალისხმევის განსაკუთრებულ მნიშვნელობას დეესკალაციისა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის.






















