„ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ პარლამენტში პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
„ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ პარლამენტში პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ახალგაზრდებმა ექვსი თვის განმავლობაში, სლოგანით „დიალოგი-ურთიერთგაგება-მშვიდობა“, აფხაზ და ოს თანატოლებს 105 სტატუსი მიუძღვნეს. ღონისძიებაზე პროექტის შედეგები შეაჯამეს, მონაწილე ახალგაზრდებს კი დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.






















