კაჭრეთში, განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით, პროფესიული დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა
კაჭრეთში, განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით, პროფესიული დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე არსებულ გამოწვევებზე, საშემოდგომო მიღების შედეგებზე, სახელფასო პოლიტიკასა და კოლეჯების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს. გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, დირექტორთა საბჭოს სხდომები რეგულარულად გაიმართება.






















