„ფონდი ქართუს“ გარეული ფრინველების აგროკომპლექსს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და აჭარის ახალგაზრდული ცენტრის წევრები ეწვივნენ
„ფონდი ქართუს“ გარეული ფრინველების აგროკომპლექსს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და აჭარის ახალგაზრდული ცენტრის წევრები ეწვივნენ. ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შექმნილ აგროკომპლექსში „ფონდი ქართუს“ მხარდაჭერით კოლხურ ხოხობს, გნოლსა და კაკაბს ამრავლებენ და ველურ ბუნებაში დასაბრუნებლად ამზადებენ. ვიზიტის მიზანი ახალგაზრდებისთვის გარემოსდაცვითი მიმართულების გაცნობა და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება იყო.






















