ლატვიის გავლით რუსული მარცვლეულის ტრანზიტი 2026 წლის პირველ ცხრა თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაორმაგდა
ლატვიის გავლით რუსული მარცვლეულის ტრანზიტი 2026 წლის პირველ ცხრა თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაორმაგდა. გაიზარდა ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტიც. ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ტრანზიტი კანონით ნებადართულია, თუმცა მარცვლეულის ადგილობრივ ბაზარზე იმპორტი აკრძალულია.






















