მაკა ბოჭორიშვილმა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს
ეუთო-ს თავმჯდომარის ვიზიტი თბილისში, კიდევ ერთი დასტური, რომ ქვეყნის მხარდაჭერა ორგანიზაციის დღის წესრიგშია - მაკა ბოჭორიშვილმა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაციო კასისიმ, ორ ქვეყანას შორის, პარტნიორობისა და ნდობის გაძლიერებაზე ილაპარაკეს, შემდეგ კი ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.























