სიღნაღის მუზეუმი იაპონურ გამოფენას მასპინხლობს
„იაკიშიმე: მიწის მეტამორფოზა“- ამ სახელწოდებით სიღნაღის მუზეუმი იაპონურ გამოფენას მასპინხლობს. ექსპოზიცია აერთიანებს კერამიკის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, მის ესთეტიკასა და თანამედროვე ინტერპრეტაციებს. იაკიშიმე მოუჭიქავი კერამიკის მაღალ ტემპერატურაზე გამოწვის ტრადიციული ტექნიკაა, რომელიც დღემდე უწყვეტად ვითარდება. ექსპოზიცია დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, გაეცნოს კერამიკული ტრადიციის ისტორიას. 1972 წელს დაარსებული იაპონიის ფონდი ხელს უწყობს იაპონიასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებას. გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგამიზებით იმართება.






















