შეერთებული შტატებში ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოზე, ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისსა და ეროვნულ გეოსივრცულ-სადაზვერვო სააგენტოზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა
შეერთებული შტატებში ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოზე, ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისსა და ეროვნულ გეოსივრცულ-სადაზვერვო სააგენტოზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ამერიკის სადაზვერვო უწყებების ქსელებში კიბერშეღწევა რამდენიმე კვირის წინ მოხდა, თუმცა შეტევის ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია. ინფორმაცია შემთხვევის შესახებ პრესაში 24 ნოემბერს გასაჯაროვდა. ოფიციალური წყაროების თანახმად, კიბერშეტევის შედეგად საიდუმლო სადაზვერვო სისტემები არ დაზიანებულა.











