უკან25 ნოემბერი 2026, 14:52
გერმანელების 88% კანცლერ ფრიდრიხ მერცის მუშაობას უარყოფითად აფასებს
გერმანელების 88% კანცლერ ფრიდრიხ მერცის მუშაობას უარყოფითად აფასებს, კმაყოფილია 11%. გამოკითხვა სოციოლოგიურ ინსტიტუტ „ფორსას“ეკუთვნის. კითხვაზე რომელი პარტიაა ყველაზე შესაფერისი გერმანიაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, გამოკითხულთა უმრავლესობა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ასახელებს. მერცის საქმიანობით უკმაყოფილოა თავად „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ მხარდამჭერთა 60 პროცენტი.
გაზიარება











