იტალიის ვიცე-პრემიერი ლიბიის სანაპიროსთან უკრაინის სამხედრო ოპერაციებს შემაშფოთებელს უწოდებს
იტალიის ვიცე პრემიერი ლიბიის სანაპიროსთან უკრაინის სამხედრო ოპერაციებს შემაშფოთებელს უწოდებს. საქმე ეხება ლიბიის პორტში უკრაინული დრონების რუსულ სამხედრო გემებზე შეტევას. სალვინი მიიჩნევს, რომ იტალიის სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს ქვეყნისთვის სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. მან უკრაინის ელჩს განუცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის ჩრდილოეთ აფრიკაში გავრცელებამ შესაძლოა იტალიას პირდაპირი საფრთხე შეუქმნას. პარალელურად იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელ კოლეგას ელაპარაკა.











