კულტურის მინისტრმა შეკვეთილში ,,სთარინგ ჯორჯიას” ეკოსისტემაში გაერთიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
კულტურის მინისტრმა შეკვეთილში ,,სთარინგ ჯორჯიას” ეკოსისტემაში გაერთიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მაია ბითაძემ, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია,,სთარინგ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამიკო ჯანელიძისგან, დირექტორ თამარ ჩხაიძისგან და პროექტების ხელმძღვანელისგან ციცი იაშვილისგან მოისმინა.,,სთარინგ ჯორჯიას” ეკოსისტემაში გაერთიანების შემდეგ, განახლების სამუშაო ჩატარდა პარკ „ციცინათელაში“ - მოწესრიგდა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სისტემები, დაინერგა შესვლის ახალი სისტემა, მიმდინარეობს ატრაქციონების, კვების ობიექტებისა და მოსასვენებელი სივრცეების განახლება. 2026 წლის სეზონისთვის სრულად განახლდა პარკი „საქართველო მინიატურებში“ - შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში გაიხსნა ახალი სივრცე - „ჰეკატეს ბაღი“, რომელიც აერთიანებს მცენარეთა კულტურას, გასტრონომიას, დიზაინსა და განათლებას. შეკვეთილის ეკოსისტემას მომავალი წლის სეზონიდან ახალი პროექტი - „დინოტოპია“ შეემატება. საქართველოში ყველაზე დიდი დინოზავრების პარკის კონცეფცია 50-მდე დინოზავრისა და პრეისტორიული ხანის ქმნილების მოდელს, ასევე შემეცნებით და ინტერაქციულ სივრცეებს გააერთიანებს.











