ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე გაფართოების სამუშაოს გაეცნო
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე გაფართოების სამუშაოს გაეცნო. კომპანია „ტავ ჯორჯია“ 150 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს. თამარ იოსელიანის განცხადებით, მუშაობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ის სამგზავრო ტერმინალის გაფართოებას, აეროდრომის ინფრასტრუქტურის განახლებას, ახალი თვითმფრინავების სადგომების მოწყობასა და მგზავრთა მომსახურების სივრცეების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა ხუთი მილიონიდან ათ მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.











