ევროპარლამენტის სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის დაფინანსების გამჭვირვალობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ლობირების რეგულირების მიზნით 23 რეკომენდაცია დაამტკიცა
ევროპარლამენტის სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის დაფინანსების გამჭვირვალობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ლობირების რეგულირების მიზნით 23 რეკომენდაცია დაამტკიცა. დოკუმენტი შემდგომი განხილვისა და რეაგირებისთვის საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტს წარედგინება. ევროპარლამენტის ორი პოლიტიკური ჯგუფის, მათ შორის „ევროპის სახალხო პარტიის“ ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენილი 23 კონკრეტული ზომა, უზრუნველყოფს ფინანსების გამჭვირვალობას და ლობირების აკრძალვას, ასევე ევროკომისიის ყველა დეპარტამენტისა და სააგენტოს დამოუკიდებელ აუდიტს და გრანტის ხელშეკრულებების სრულ გამჭვირვალობას. „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმატორების“ ჯგუფის პოზიციით, მიუღებელია ევროკომისიის მიერ გადასახადის გადამხდელთა ფულის გამოყენება იმ ორგანიზაციების დასაფინანსებლად, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მხარდასაჭერად ლობირებენ ევროპარლამენტარებს.











