უკან25 ნოემბერი 2026, 14:48
უნგრეთის პრემიერ მინისტრმა, ევროკავშირში უკრაინის გაწევრებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ინტეგრაცია დამსახურებაზე დაფუძნებული რთული და ხანგრძლივი პროცესია
უნგრეთის პრემიერ მინისტრმა, ევროკავშირში უკრაინის გაწევრებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ინტეგრაცია დამსახურებაზე დაფუძნებული რთული და ხანგრძლივი პროცესია. პიტერ მადიარმა კიევში ვიზიტისას თქვა რომ გაწევრების პროცესის დაჩქარების მექანიზმი გაერთიანებაში არ არსებობს. უნგრეთი გაწევრებისთვის საჭირო მოლაპარაკების კლასტერების გახსნას უკრაინაში ეთნიკური უნგრელების უფლებების დაცვას უკავშირებს. ეს საკითხი მადიარმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილა.
გაზიარება











