პოლონეთის ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს ანგარიშები გაყინოს
პოლონეთის ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს ანგარიშები გაყინოს. ფინანსურ ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიერ გაცემული საგადახდო დავალებების შეჩერების საფუძველი აქვთ. ბანკი სასამართლოს საბანკო მომსახურებას უწევს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში. ეროვნული ბანკის ოფიციალური განცხადების მიხედვით, დავის საფუძველი 30 ოქტომბერს გაჩნდა, როდესაც მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკამ შეაჩერა ტრიბუნალის ორი მოსამართლის – ბოგდან შვენჩკოვსკისა და ბარტლომიეი სოხანსკის, უფლებამოსილება. შედეგად ბანკს ორი ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტაცია წარუდგინეს იმის თაობაზე, თუ ვის აქვს ტრიბუნალის ფულის განკარგვის უფლება.









