რას ამბობს „ლელოს“ წარმომადგენელი სასამართლოში და რას ამბობდა მამუკა ხაზარაძე პარტიის ყრილობაზე - ამ ორ ფრაგმენტს შალვა პაპუაშვილი ერთ ვიდეოში ავრცელებს
რას ამბობს „ლელოს“ წარმომადგენელი სასამართლოში და რას ამბობდა მამუკა ხაზარაძე პარტიის ყრილობაზე. ამ ორ ფრაგმენტს შალვა პაპუაშვილი ერთ ვიდეოში ავრცელებს. სასამართლოში „ლელოს“ წარმომადგენელი ამბობს, რომ პარტიას რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ მოუთხოვია. ყრილობაზე კი ხაზარაძე რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის შეზღუდვების დაწესებას ემხრობოდა.პარლამენტის თავმჯდომარე ბათუმის პროცესს „ქართულ ნიურნბერგს“ უწოდებს, „ლელოს“ წარმომადგენლის გამოსვლას კი „სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას“. პაპუაშვილი 2022 წლის განცხადებებსაც იხსენებს. მისი თქმით, მაშინ „ლელო“ უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას ითხოვდა, ნინო ლომჯარიამ კი თქვა, რომ სირცხვილით წვას, ბომბების ცეცხლში წვა ერჩივნა. შეფასებები კეთება ქართულ ოცნებაში, რომ ლელოს ხელწერად თაღლითობა იქცა, რაც პოლიტიკური უტიფრობაა









