პრემიერის გადაწყვეტილებით, იაღლუჯის მთის მასივზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია იწყება
პრემიერის გადაწყვეტილებით, იაღლუჯის მთის მასივზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია იწყება. პროცესი იმ მოქალაქეებს ეხებათ, რომლებიც წლებია მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ვერ ახერხებენ. ვისაც მიწის აზომვა საჯარო რეესტრის ონლაინ პლატფორმაზე 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით აქვს მოთხოვნილი, ამ ეტაპზე განაცხადის ხელახლა შეტანა არ სჭირდება. რეესტრი უკვე შეტანილ განაცხადებს განიხილავს და მოქალაქეებს შეატყობინებს, თუ დამატებითი დოკუმენტები დასჭირდებათ. ვისაც საკუთრების დამადასტურებელი საბუთები აქვთ, შეუძლიათ რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრს მიმართონ. სააგენტო თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად განიხილავს.









