საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, აზერბაიჯანში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, აზერბაიჯანში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. მარიამ ქვრივიშვილს აუდიენცია ექნება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. მარიამ ქვრივიშვილი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვსა და დარგობრივ მინისტრებს. მხარეები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებს, მიმდინარე და დაგეგმილ ერთობლივ პროექტებს, ასევე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას განიხილავენ. ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.









