ევრონიუსი წერს, რომ ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის, კაია კალასი ახალი გამოწვევის წინაშეა
ევრონიუსი წერს, რომ ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის, კაია კალასი ახალი გამოწვევის წინაშეა. მას შემდეგ რაც ევროპელმა ლიდერებმა ის უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების ფორმატში ევროპის წარმომადგენლებს შორის არ დაასახელეს სერიოზული კითხვები გაჩნდა კალასის პოლიტიკური წონისა და მისი თანამდებობის მნიშვნელობის შესახებ. დუბლინის სამიტზე რუსეთთან მოლაპარაკებაში ევროპის სპეციალური წარმომადგენლის მანდატი, კალასმა მკაფიოდ მოითხოვა, თუმცა ევროპელმა ლიდერებმა მისი კანდიდატურა უარყვეს. ევრონიუსის ცნობით, იტალიის პრემიერმა ჯორჯია მელონიმ ღიად განაცხადა, რომ კალასს არ გააჩნია საჭირო ინსტიტუციური წონა. როგორც ბრიუსელში მიიჩნევენ, ეს შედეგი კალასის მიერ ადრე დაშვებულმა შეცდომებმა და ჩინეთის, ისრაელისა და რუსეთის მისამართით, ადრე გაკეთებულმა დამოუკიდებელმა განცხადებებმა განაპირობა.









