ხადის ხეობაში ახალი ხიდის თაღის ორი ნაწილი შეაერთეს
ხადის ხეობაში ახალი ხიდის თაღის ორი ნაწილი შეაერთეს. 300-მეტრიანი თაღი უკვე დასრულებულია. შემდეგ მასზე ბურჯებს მოაწყობენ და საავტომობილო გზის საყრდენ კონსტრუქციას ააშენებენ. ხიდი 437 მეტრი სიგრძის იქნება და ხეობის ფსკერიდან 166 მეტრზე გაივლის. ამ მასშტაბის თაღოვანი ხიდი საქართველოში პირველი იქნება. სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ხიდი ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი გზის ნაწილია, რომელიც დუშეთსა და ყაზბეგს მუნიციპალიტეტებს დააკავშირებს. ჯვრის უღელტეხილის ქვეშ ორი 9-კილომეტრიანი გვირაბი უკვე გაჭრილია. ახალი გზის გახსნის შემდეგ სატვირთო მანქანები გუდაურის საკურორტო ზონას გვერდს აუვლიან. პროექტის ღირებულება მილიარდ 200 მილიონი ლარია.









