მერაბ დვალიშვილის თხოვნის გათვალისწინებითა და მხარეებს შორის შერიგების საფუძველზე, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
მერაბ დვალიშვილის თხოვნის გათვალისწინებითა და მხარეებს შორის შერიგების საფუძველზე, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს. შეუმცირდათ დაკისრებული ჯარიმის ოდენობაც. მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, თავად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი, ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის დააჯარიმეს. რამდენიმე დღის წინ, აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილს უსმან ნურმაგომედოვი, ინტერვიუს დროს ზურგიდან მოულოდნელად თავს დაესხა. დვალიშვილთან ერთად ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩაერთო საბა ლაზიშვილი. მათ შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა და თავდამსხმელების მოგერიება









