შეერთებული შტატების უმსხვილეს ბანკებში ონლაინ წვდომაზე შეფერხებები დაფიქსირდა, მომხმარებლები ინტერნეტით საბანკო ანგარიშებში შესვლას ვერ ახერხებენ
შეერთებული შტატების უმსხვილეს ბანკებში ონლაინ წვდომაზე შეფერხებები დაფიქსირდა, მომხმარებლები ინტერნეტით საბანკო ანგარიშებში შესვლას ვერ ახერხებენ. სერვისების გათიშვა და შეფერხებები დაფიქსირდა ისეთი ბანკების ვებ გვერდებზე, როგორიცაა „ბენკ ოფ ამერიკა“, „ჩეიზი“, „ჯეი პი მორგანი“, „იუ ეს ბენკი“, ველს ფიგარო და „ ზელე“. ფინანსური ორგანიზაციები მომხმარებლებს სერვისის დროულად აღდგენას ჰპირდებიან. შეფერხების მიზეზი ჯერ დაუდგენელია.













