ამერიკული ავიამზიდი „თოდორ რუზველტი“ ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა
ამერიკული ავიამზიდი „თოდორ რუზველტი“ ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა. ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, სამხედრო ხომალდმა ინდოეთის ოკეანე 15 ნოემბერს გადალახა და უკვე გეგმური განთავსების ფარგლებში სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში იმყოფება. შედეგად რეგიონში ამერიკული ავიამზიდების რაოდენობა სამამდე გაიზარდა. დონალდ ტრამპმა გასულ კვირას თქვა, რომ ირანთან ომი სამხედრო თვალსაზრისით "ფაქტობრივად დასრულებულია," თუმცა, მან ახალი დარტყმები არ გამორიცხა.













