პარლამეტის თავმჯდომარე სასამართლოში "ლელოს" წარმომადგენლის გამოსვლას და მანამდე მამუკა ხაზარაძის განცხადებას აფასებს
სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილი თავის მართლება და ქართულ ნიურნბერგად ქცეული, ბათუმის პროცესი. ასე აფასებს პარლამეტის თავმჯდომარე, სასამართლოში "ლელოს" წარმომადგენლის გამოსვლას და მანამდე მამუკა ხაზარაძის განცხადებას, ორივე ფრაგმენტს კი ერთ ვიდეოში აერთიანებს. სასამართლოში „ლელოს“ წარმომადგენელი ამბობს, რომ პარტიას რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ მოუთხოვია. თუმცა, პარტიის ყრილობაზე მამუკა ხაზარაძე რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის შეზღუდვების დაწესებას ემხრობა. შალვა პაპუაშვილი იხსენებს 2022 წელს, როდესაც „ლელო“ უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას ითხოვდა. ნინო ლომჯარიას კი ერჩივნა, სირცხვილით წვას, ბომბების ცეცხლით წვა ყოფილიყო













