ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და მოწამლული საკვების შესახებ შეტყობინებების გამო, იტალიის რამდენიმე სკოლაში ევაკუაცია იყო
ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და მოწამლული საკვების შესახებ შეტყობინებების გამო, იტალიის რამდენიმე სკოლაში ევაკუაცია იყო. შეტყობინება 100 მდე სასწავლებლებმა ელექტრონული ფოსტით მიიღო. ქვეყანამ უსაფრთხოების ახალი პროტოკოლი აამოქმედა, რომელიც მთავრობამ გასულ კვირას მომხდარი მსგავსი შემთხვევების შემდეგ შეიმუშავა. სასკოლო სასადილოებში მომზადებული საკვების შემოწმების შედეგად, დარღვევა არ გამოვლენილა. ინციდენტთან დაკავშირებით იტალიის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.













