საქართველოსა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს 16 და აზერბაიჯანის 8 უმაღლესი სასწავლებლის რექტორებმა ორი ქვეყნის რექტორთა პირველ კონფერენციაზე მოაწერეს. მათ ერთობლივ სასწავლო პროგრამებზე, კვლევით პროექტებსა და აკადემიურ გაცვლაზე იმსჯელეს. მასშტაბური ღონისძიება განათლების მინისტრის მოადგილემ გახსნა. რომელმაც ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ზვიად გაბისონიამ და აზერბაიჯანის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა საქართველოსა და აზერბაიჯანის უმაღლესი განათლების სისტემები და მიმდინარე რეფორმები მიმოიხილეს.













